“თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი “ნაცმოძრაობის” მიერ აქციების დაწყებას აანონსებს და სამოქმედო გეგმაზე საუბრობს

“თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრის ბესო კალაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” “გაზპრომთან” დაკავშირებით, აქციების დაწყებას, შესაბამისად, საზოგადოებაში არეულობისა და დაპირისპირების გამოწვევას გეგმავს.
კალაძის თქმით, მას “ნაცმოძრაობის” სამოქმედო გეგმა გააჩნია, სადაც პუნქტობრივად არის გაწერილი, თუ რგორ დაიწყებს პარტია აქციებსა და არეულობას.
კალაძის ვარაუდით, ერთადერთი პიროვნება, რომელსაც საზოგადოებაში არეულობა აწყობს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
“გაზპრომის“ თემის გარშემო “ნაცმოძრაობა” აქტიურად არის ჩართული და ცდილობს, რაც შეიძლება შავი კამპანია აწარმოოს. ორი დღის წინ, “ნაცმოძრაობაში” სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პარტიის ყრილობასთან იყო დაკავშირებული. ამის პარალელურად ოფისში შეკრებილი იყვნენ “თავისუფალი ზონის” წევრები. “თავისუფალი ზონის” ერთ-ერთმა წევრმა მომაწოდა “ნაცმოძრაობის” სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია 6 ძირითადი პუნქტი: ყრილობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა; ყრილობა; 27 იანვარს იგეგმება აქცია “გაზპრომის” წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიასთან; 30-31 იანვარს “გაზპრომთან” დაკავშირებით, იგეგმება რეგიონალური და თბილისის ორგანიზაციების ბრიფინგი აქციების დაწყების მოთხოვნით, რომელსაც უნდა უხელმძღვენელოს “ნაცმოძრაობის” რეგიონალურმა დეპარტამენტმნა; 6 თებერვალს ნუგზარ წიკლაური ან აკო მინაშვილი გამართავს ბრიფინგს აქციის დაწყებასთან დაკავშირებით და დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს. თემა კვლავ “გაზპრომი” იქნება; 7 თბერვალს ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც მითითებულია “თავისუფალი ზონა”. “ნაცმოძრაობას” ერთადერთი გზად კვლავ არეულობა და პტროვოკაციები აქვს დარჩენილი. სწორედ ეს სამოქმედო გეგმა მეტყველებს პარტიის ბინძურ მეთოდებზე. ეს სამოქმედო გეგმა არის რეალური და დევს “ნაცმოძრაობის” ლიდერების სამუშაო მაგიდაზე”, – განაცხადა კალაძემ “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში.
კალაძის ინფორმაციით, აქციებზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც იქნება გაჟღერებული. მან მოუწოდა საზოგადოებას “ნაცმოძრაობის” კამპანიაში არ ჩაერთოს და გამოთქვა იმედი, რომ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები სათანადო რეაგირებას მოახდენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები