სამტრედიაში შშმ პირი ცივი იარაღით დაჭრეს

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, უწყებამ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და დანაშაულში ბრალდებული ერთი პირი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები