„პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება შევინარჩუნეთ სრულად“

პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება შევინარჩუნეთ სრულად, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელშეკრულება განულდა პირველ იანვარს და ჩვენ ხელშეკრულება აღარ გვქონდა – ანუ არაფერი არ არსებობდა და ჩვენს ურთიერთობებს არაფერი  არეგულირებდა.
ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით. პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება შევინარჩუნეთ სრულად. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი დარჩა, ჩვენი გაზის მოწოდება დარჩა აზერბაიჯანიდან. ამ ნაწილში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით “გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც კალაძის თქმით, ბუნებრივი აირის 10 პროცენტის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები