ბანკების ასოციაცია ლარიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას დადებითად აფასებს

ერთჯერად ლარიზაციის მთავრობისეულ გეგმას, რომელიც 17 იანვრიდან ამოქმედდება, დადებითად აფასებს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე.
„უპირველეს ყოვლისა, კონკრეტულად ეს გეგმა შეიცავს რამდენიმე მიმართულებას ერთ-ერთია ე.წ. სოციალური პაკეტი, ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, ხოლო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, შესაბამისად, სავალუტო ცვლილების გამო სერიოზული პრობლემის წინაშე დადგნენ. მინდა გითრათ, რომ ეს არ არის ცოტა მოქალაქე, დაახლოებით 33 000 ადამიანზეა საუბარი“, – უთხრა „პირველს“ ცუცქირიძემ.
„როგორეც ვიცით, ფიზიკურ პირებს ინდმეწარმეებიც დაემატა და საბოლოო ჯამში, მთავრობის ინიციატივა ერთჯერად ლარიზააციასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სწორია. ჩვენი პოზიცია კი სესხების ლარში გაცემაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითია“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
საქართველოში, მთავრობის ინიციატივით, ლარიზაციის ერთჯერადი გეგმა 17 იანვრიდან ამოქმედდება.
ლარიზაცია – ეს არის პროცესი, როდესაც ეროვნული ვალუტის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება და ეკონომიკური აგენტები ტრანზაქციებისათვის უპირატესობას მას ანიჭებენ. ლარიზაციის მნიშვნელობას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს: ფაქტია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ქვეყნები, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალი იყო, უფრო მეტად დაზარალდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები