ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავცრელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა.
მოთხოვნამ შეადგინა 56 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.910 პროცენტით, მაქსიმალური 7.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.968 პროცენტით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები