დავით ბაქრაძე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე მაიკლ კარპენტერს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე მაიკლ კარპენტერს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის საკითხები, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, მათ შორის აღინიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 2016 წელს ქვეყნებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა.
მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა თავდაცვის მდივნის მოადგილეს გააცნო საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე.
მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
”მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის განიხილეს მიმდინარე წლის თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის გამართვის შესაძლებლობა.
მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს დეპარტამენტის სრული მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყოს საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას”, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები