ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა 13 იანვარს ჩაინიშნა

გიგი უგულავას თხოვნით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გადაიდო და 13 იანვარს ჩაინიშნა. როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, სხდომის დღის წესრიგი ჯერ დაზუსტებული არაა, რის შესაბამისადაც დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
როგორც ცნობილია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ის პარტიის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების გამართვის მიზეზით და გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. სხდომაზე ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებდნენ. არსებული ინფორმაციით, მელიას აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი 13 იანვრის სხდომის დღის წესრიგშიც იქნება, თუმცა, არაოფიციალური ცნობით, ფრაქციის წევრების ერთი ნაწილი ასევე ფრაქციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის დაყენებასაც გეგმავს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ფრაქციას რამდენიმე წევრიც დატოვებს. კერძოდ, საუბარია იმ დეპუტატებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გუნდში მოიაზრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები