თბილისში, სანავარდოს ქუჩაზე, 3 სახლი დაიწვა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სანავარდოს ქუჩაზე მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლმა დაახლოებით 400 კვ.მ. ფართობის ტერიტორია გაანადგურა. შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ხანძარი, სანავარდოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კერძო სახლში გაჩნდა, რის შედეგადაც ცეცხლი მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსაც გადაედო. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე, 12 სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები