კახა კალაძე: საქართველომ „გაზპრომისგან“ საინტერესო წინადადება მიიღო

“საქართველომ კომპანია „გაზპრომისგან“ საინტერესო წინადადება მიიღო“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ მინსკიდან დაბრუნების შემდეგ აღნიშნა, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, „გაზპრომისგან“ სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10%-ის სანაცვლოდ, ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლას შეეხებოდა.
„საინტერესო წინადადება გახმოვანდა „გაზპრომის“ მხრიდან. ეს წინადადება არის ბოლო შემოთავაზება. ძირითადი საუბარი ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით იყო, თუმცა წინა შეხვედრებზე იმდენად შორს და განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საერთოდ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა დღევანდელი შემოთავაზება საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „გაზპრომის“ წინადადებაზე გადაწყვეტილებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ და დეტალებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები