მაია ბითაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
მაია ბითაძემ სტუმრებს ქვეყანაში არსებული საბადოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო და იმ საჭიროებებზე ესაუბრა, რაც აუცილებელია სამთო-მოპოვებით სექტორში საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დასანერგად. შეხვედრაზე მხარეებმა სამთო-მოპოვებითი სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები