პრემიერი: საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონი ადამიანით გაიზარდა

“საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონი ადამიანით გაიზარდა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წელს არაერთ საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის გამოცემაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა, რაც მისასალმებელი შედეგია.
„2016 წელს საქართველოს 6 350 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ტურიზმიდან შემოსავალმა. ეს არის ძალიან კარგი შედეგი და ეს არის შედეგი იმ საერთო ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირების კუთხით.
ჩვენ ვფიქრობთ, ის ინვესტიციები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ 4-სეზონიანი კურორტების შექმნისთვის, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე ახალი გზების მშენებლობისა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორული მოდელების განხორციელების მიმართულებით, არის კიდევ უფრო გასაფართოებული, ვინაიდან მას მოაქვს კონკრეტული შედეგები. ეს მიმართულება გაგრძელდება, გაძლიერდება“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები