პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტში ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს იმედი აქვს, რომ საქართველოს პარლამენტი ე.წ ფარული მოსმენების საკითხზე კანონმდებლობის დახვეწისას სწორად გაავლებს ხაზს ორ ფასეულობას – ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესს შორის.
აღნიშნული განცხადება ანა დოლიძემ პარლამენტში ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი დადგა კონკრეტული რეალობის წინაშე, მან უნდა შეიმუშაოს ფარული მოსმენებისათვის ახალი მოდელი და ამ მოდელის შემუშავებისას უნდა დაიცვას ძალიან ფაქიზი ბალანსი – ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს შორის.
„ბუნებრივია, რომ ჩვენს მოსახლეობას აქვს სკეპტიციზმი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, გამომდინარე ჩვენი წარსულიდან, მაგრამ იმედია, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს სხვადასხვა ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესებს და სწორად გაავლებს ხაზს ამ ორ ფასეულობას შორის”, – განაცხადა ანა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები