თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი (21 ცალი ნატურალური ბეწვის ქურქი და 10 წყვილი ნატურალური ტყავის ხელთათმანი ) აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 13,892.96 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, 13,892.96 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები