გიგი ბოკერია: პარტია გააგრძელებს სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვისაც ბრძოლას

გიგი უგულავას გათავისუფლება საქართველოს დემოკრატიული და პოლიტიკური ცხოვრებისთვის არის კარგი, – ამის შესახებ ე. წ. მატროსოვის ციხესთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პარტია გააგრძელებს ასევე სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლას.
კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს გიგი უგულავას და დაესწრება თუ არა ის 20 იანვრის პარტიის ყრილობას, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ გიგი უგულავა თავად გააკეთებს განცხადებას.
„ამ თემაზე გიგი უგულავა თავად დააფიქსირებს პოზიციას და არ შევუდგები იმ უსიამოვნო სცენებზე საუბარს დღეს, რაც პარტიის შიგნით დაპირისპირებას შეეხება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები