„ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოქალაქეებისთვის ზედმეტი გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მოქალაქეებმა დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27 პროცენტით მეტი გაზი მოიხმარეს“,-ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მმართველმა მამუკა კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2016 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით დეკემბრის თვეში გაზის მოხმარება 49 პროცენტით გაიზარდა.
“დეკემბერში შემოვიდა 123 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომელიც წინა თვესთან შედარებით, არის 49 პროცენტით გაზრდილი. ნოემბერში იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, 2015 წლის დეკემბერთან შედარებით კი გაზის მოხმარება 27 პროცენტით არის გაზრდილი გასული წლის დეკკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი იყო მოხმარება”, – განაცხადა კობახიძემ.
თბილისის მოსახლეთა ნაწილის განცხადებით, ბუნებრივ აირზე შედარებით ზედმეტი გადასახადი დაერიცხათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები