გია დვალის საჯარო ლექცია – „კვანტური სამყარო“ გაიმართება

28 დეკემბერს, 18:00 საათზე, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით, თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, გია დვალის საჯარო ლექცია – „კვანტური სამყარო“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საჯარო ლექცია კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება .
ქართველი მეცნიერი, ფიზიკოს იგია დვალი ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებეული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანამ გადასცა.  2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა. ძირითადად, მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში. არის თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები