ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ დღეს გალაკონცერტს გამართავს

28 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე” მასშტაბურ გალაკონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები და ასევე უცხოელი სტუმრები, რომლებიც თბილისში სპეციალურად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდნენ.
კონცერტში მონაწილეობენ: მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, კორსიკული ჯგუფი „სარტენე”, იტალიური ჯგუფი “ლე დივას”, ოლივერ პული, შოტლანდიიდან სპად დი ფაიფერი, ფრანჩესკო ტასკაიალი.
ასევე – ანსამბლები “რუსთავი”, “ბასიანი”, “ქართული ხმები”, “გეორგიკა”, “ირიაო”, გორის ქალთა კამერული გუნდი, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილი, სოფიკო კაკულია, ნიკა ნიკვაშვილი.
უცხოელი ვარსკვლავების სრული შემადგენლობა უკვე თბილისშია, მათ დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში რეპეტიცია გაიარეს და დღეს მაყურებელთან შესახვედრად მზად არიან.
კონცერტის გენერალური პარტნიორია კომპანია “სოკარი”, მასპინძელი სასტუმრო – ”Rooms Hotel”.
საქველმოქმედო გალაკონცერტი 28 დეკემბერს, 21:30 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში დაიწყება და ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა. იმოქმედებს ნომერი – 0901 900 999, ზარის ღირებულებაა ერთი ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები