ძმები რაზიკაშვილებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართება

28 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება ძმები რაზიკაშვილებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო და როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნის, „ხელთუბანის“ (ხვედრი თედო რაზიკაშვილისა) წარდგინება.
როგორც „კვირას“ ქართულ უნივერსიტეტში განუცხადეს, ღონისძიებაზე შესრულდება ვაჟა-ფშაველას ლექსებზე შექმნილი სიმღერები (ლელა თათარაიძე, ნიაზ დიასამიძე).
საღამოს ორგანიზატორია ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები