„თავგანწირვის ტაძარი“ – ფილმი, რომელიც სრულიად საქართველოს მოივლის

27 სექტემბერს, 18 საათსა და 30 წუთზე, რუსთავის დრამატულ თეატრში, სტუდია „გუთანის” მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „თავგანწირვის ტაძარის“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფილმი შექმნილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ეხება ოჯახის თემას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თხოვნაა, რომ ამ ფილმმა მოიაროს სრულიად საქართველო და  ყველა ქართველის ოჯახში შევიდეს.
„ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოება. ვიწყებთ რუსთავიდან და 2017 წელს  მთელ საქართველოს შემოვივლით“, – განუცხადეს „კვირას“ ჩოხოსანთა საზოგადოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები