„კარლსონის საახალწლო თავგადასავალს“ გრიბოედოვის სახელობის თეატრი მასპინძლობს

27 და 28 დეკემბერს, 12:00 საათზე, გრიბოედოვის სახელობის თეატრში, ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობის მიხედვით მუსიკალური წარმოდგენა ერთ მოქმედებად – „კარლსონის საახალწლო თავგადასავალი“ დაიდგმება.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, დამდგმელი რეჟისორია – ლევონ უზუნიანი; მხატვარი – თეო კუხიანიძე; მუსიკალური გაფორმება – ელისო ორჯონიკიძე; არანჟირება – ლევან მიქელაძე; ქორეოგრაფი – დავით მეტრეველი; ლიტერატურული რედაქტორი – ნინა შადური-ზარდალიშვილი; რეჟისორის თანაშემწე – დინა ბალაკირევა.
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: კარლსონი – მიხეილ არჯევანიძე; ბიჭუნა – მარიამ კიტია; დედა – ინა ვორობიოვა; მამა – არჩილ ბარათაშვილი; ფრეკენ ბოკი – ნანა დარჩიაშვილი; ბიძია იულიუსი – ოლეგ მჭედლიშვილი; ფილე – ვასილ გაბაშვილი; რულე – მერაბ ქუსიკაშვილი.
სპექტქკლს საფუძვლად დაედო ასტრიდ ლინდგრენის ყველასათვის საყვარელი ტრილოგიის ბოლო ნაწილი სახურავის ბინადარ კარლსონზე და მის საუკეთესო მეგობარზე, მეტსახელად ბიჭუნაზე. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა, სადაც ფრეკენ ბოკი იპოვის თავის ნამდვილ სიყვარულს, მეგობრები დაიჭერენ ქურდბაცაცებს, კარლსონი კი მიიღებს ყველაზე დიდ ჯილდოს. მეგობრებს ელოდებათ მხიარული თავგადასავლები, და ბოლოს ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რაოდენ დიდი ბედნიერებაა მეგობრობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები