„საქართველოს სინფონიეტას“ და ელბლონგის კამერული ორკესტრის მასშტაბური პროექტი

2016 წლის ნოემბერში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტასა“ და ელბლონგის კამერული ორკესტრის  მიერ მასშტაბური პროექტი დაიგეგმა. 15722585_10207577558949271_680470065_nპროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც „პოლონური კულტურის საერთაშორისო პრომოუშენი 2017 – PROMESA“-ს ფარგლებში ტარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ელბლონგის კამერული ორკესტრი 2007 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც კამერულ, ასევე სიმფონიურ მუსიკას. ორკესტრის მუსიკოსების მაღალი პროფესიონალიზმი ცნობილია პოლონეთსა და  მის საზღვრებს გარეთ. კამერული ორკესტრი დაარსდა ელბლონგში, ჩრდილოეთ პოლონეთში და იგი ამ ტიპის ორკესტრებიდან ყველაზე ახალგაზრდა ორკესტრია პოლონეთში.
პროექტის პარტნიორი ორკესტრები 2017 წელს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფესტივალში „შემოდგომის თბილისი 2017“ და ერთად შეასრულებენ თანამედროვე პოლონურ მუსიკას სიმებიანი ორკესტრებისთვის. 15731408_10207577559109275_924968281_n-1
2016 წლის ნოემბრის თვეში ორივე მხარე თბილისში შეხვდა ერთმანეთს, განიხილეს დაგეგმილი პროექტის დეტალები და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას.
2016 წლის 17 ნოემბერს შედგა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა ელბლონგის კამერული ორკესტრის გენერალური დირექტორი ბოჟენა სილევიჩი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას“ დირექტორი კონსტანტინე კასრაძე და ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის გენერალური მენეჯერი თეონა კახიძე. პრესკონფერენციაზე მხარეების მიერ წარმოდგენილი იყო ორივე ორკესტრი, ასევე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მიზნები და კონცერტის პროგრამა.
საერთაშორისო ფესტივალზე – „შემოდგომის თბილისი 2017“, ეს ორი კამერული ორკესტრი შეასრულებს კ.პენდერეცკის „Emanations”, კ.სიკორსკის „Sinfonietta per due Orchestre d’archi“, მ. გორეცკის „დივერტისმენტს“  სიმებიანი ორკესტრისათვის, გ. ბაცევიჩის კონცერტს სიმებიანი ორკესტრისათვის და რ.ვ.ვილიამსის „ფანტაზიას თომას ტალისის თემაზე“ ორი სიმებიანი ორკესტრისათვის.%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9d1
კონცერტი გაიმართება ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის საკონცერტო დარბაზში. მუსიკალური ცენტრი უკვე 25 წელია ქვეყნის წამყვან კულტურულ ცენტრად ითვლება, რომელიც მუდმივად მართავს კონცერტებს და ფესტივალებს, და მუდმივად ზრუნავს საქართველოში კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და მის განვითარებაზე.
ელბლონგის კამერული ორკესტრის მუსიკოსები გეგმავენ თბილისის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გასვლას და კლასიკური მუსიკით ქართველ მსმენელთან დაახლოებას, რათა დაარღვიონ ე.წ. „მიუწვდომელი კლასიკური მუსიკის“ სტერეოტიპი და ამ სახით მოიზიდონ აუდიტორია კონცერტზე დასასწრებად.
ღონისძიებები  პოლონეთის საელჩოს საპატიო პატრონატით გაიმართება.
პროექტს  პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები