საახალწლო საღამო და “მუსიკის ფაბრიკაცია”
28 და 29 დეკემბერს, 22:00 საათზე, „ფაბრიკაში“ საახალწლოდ, “მუსიკის ფაბრიკაცია” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მონაწილეობენ: იზარ ელიასი – გიტარა (ჰოლანდია); გიორგი მახოშვილი – კონტრაბასი; ლევან ცხადაძე – კლარნეტი.
„შევასრულებთ მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას ბახიდან კინომუსიკამდე, რომელიც სპეციალურად ამ შემადგენლობისთვის იქნება არანჟირებული.
პარიზული ავანგარდის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ ერიკი სატი (1866 – 1925). მისმა ნამუშევრებმა სურეალიზმს და მინიმალიზმს დაუდო სათავე, რაც შემდგომ პარიზელი ეგზისტენციალისტების საარსებო წყაროდ იქცა.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და “ტკბილი” ნაწარმოები “გიმნოპედია No.1” (Gymnopédie No.1) იყო.
ჩვენ, ამ ნაწარმოების ჩვენეულ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ, რომელსაც კლარნეტზე, გიტარაზე და კონტრაბასზე შევასრულებთ.
აქ კი შეგიძლიათ ლეგენდარული ფრანგი პიანისტის ჟაკ ფევრიეს შესრულებით მოისმინოთ ეს ნაწარმოები.
გელით ყველას ჩვენი სააალწლო კონცერტების მოსასმენად“! – აღნიშნავენ საახალწლო საღამოს მონაწილენი.