„საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” – ლექციათა ციკლი იწყება

Processed with VSCO with hb1 preset

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი იწყებს სამეცნიერო-პოპულარულ ლექციათა ციკლს – „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები”. ლექციები განკუთვნილია უფროსი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.
27 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პირველი ლექცია, რომელსაც წაიკითხავს პროფესორი ვალერი ასათიანი.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციაზე განხილული იქნება საქართველოსა და წინაქართველური ტომების მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები ბერძნულ-რომაულ სამყაროსა და ბიზანტიასთან. ვიზუალური მასალის გამოყენებით განხილული იქნება სამუზეუმო ექსპონატებისა და ანტიკური კულტურის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა, ასევე მითოლოგიის, მწერლობისა და ხელოვნების განვითარების ცალკეული ეტაპები.
ლექციები განკუთვნილია უფროსი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები