“არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული საშტატო ერთეული გაუქმდეს, თუმცა ეს არ მოხდება რიგითი თანამშრომლების ხარჯზე”

კულტურის სამინისტროში შეიძლება გარკვეული გადაჯგუფებები მოხდეს, ვფიქრობთ რამოდენიმე სსიპ-ში რეორგანიზაციას, თემატურად გაერთიანებას, შესაბამისად რამდენიმე საშტატო ერთეული გაუქმდება, -ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში შტატების შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
გიორგაძე არ გამორიცხავს საშტატო ერთეულის გაუქმებას, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, ეს არ მოხდება რიგითი თანამშრომლების შემცირების ხარჯზე.
„არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული საშტატო ერთეული გაუქმდეს, თუმცა ეს არ მოხდება რიგითი თანამშრომლების ხარჯზე, არამედ აქ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულებზეც იქნება საუბარი, მაგალითად დეპარტამენტების უფროსები ან შეიძლება უფრო მაღალიც”, – აღნიშნა გიორგაძემ.
ამასთან, მინისტრმა პრემიების თემაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც მან აღნიშნა, თანამშრომლებმა რომ მოტივაცია არ დაკარგონ, გარკვეული რეორგანიზაციებია საჭირო.
“ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტრო პრემიების სიმრავლით არ გამოირჩევა. შესაბამისად, თანაშრომლებს ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, რათა მოტივაცია არ დაკარგონ. ეს კი ბუნებრივად იწვევს იმ პროცესს, რომელშიც ახლა ვართ, ანუ გარკვეულ რეორგანიზაციას“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები