იორდანიაში „ბოევიკები“ ქალაქ ეკ-კარაკს თავს დაესხნენ, არიან დაღუპულები

იორდანიის პოლიციამ ქალაქ ელ-კარაკზე თავდასხმის დროს ოთხი „ბოევიკი“ მოკლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თავდასხმის დროს დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი და კანადელი ტურისტი. დაჭრილია 27 ადამიანი. ასევე პოლიცია იუწყება, რომ ამოღებულია იარაღი და „შაჰიდების ქამრები“. თავდასხმა კვირას საღამოს მოხდა. თავდამსხმელებმა პოლიციელებს ქალაქ ელ-კარაკში ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეში მიიმალნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები