რუსეთში თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა – არიან დაშავებულები

რუსეთში, იაკუტიის მხარეში, თვითმფრინავის „ილ-18“-ის ავარიული დაფრენის შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. სულ თვითმფრინავის ბორტზე 39 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, ცუდი ამინდი და პილოტების შეცდომა გახდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ილ-18“-მა კატასტროფა განიცადა და არიან დაღუპულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები