ერდოღანმა ქალაქ კაისერში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ დააკისრა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ კაისერში დღეს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ დააკისრა.
ერდოღანმა „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ სეპერატისტული ტერორისტული ორგანიზაცია უწოდა.
„შეტევის სტილი და ის სამიზნე, რაც ტერორისტებმა შეარჩიეს, ნათლად მიუთითებს, რომ ეს „ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ არის ორგანიზებული. ეს ქმედება თურქეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავტობუსის აფეთქების შედეგად 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 55 კი დაიჭრა. ამის შესახებ “როიტერი“ იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, დღეს დაღუპული და დაშავებული სამხედროების უმეტესობა შვებულებაში იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები