ბათუმი-ახალციხე-შუახევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ახალციხე-შუახევის მონაკვეთზე წუხელ მეწყერი ჩამოწვა. მომხდარის გამო, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა 20 წუთის განმავლობაში შეზღუდული იყო.
როგორც “კვირას“ შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის 150 აბონენტს ელექტროენერგია არ მიწოდება.
გამგებელი ვარაუდობს, რომ მათ ელექტროენერგია დღის ბოლომდე აღუდგებათ.
ტარიელ ებრალიძის თქმით, მეწყრული პროცესები განვითარდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.
მისივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ბათუმი-ახალციხე-შუახევის მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 15-20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მოვიდა სპეცტექნიკა და მალევე გაიწმინდა ტერიტორია. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, შუახევის მუნიციპალიტეტში 4 000 ათასი აბონენტიდან დენი 150 აბონენტს არ მიეწოდება. ძირითადად იმ სოფლების აბონენტებს, რომელი სოფლებიც დაბიდან მოშორებით არიან და სადაც თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია. დღეს განახლდება სამუშაოები და ვიმედოვნებთ რომ დღის ბოლომდე ყველა აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია, სოფლების ნაწილში თოვლი დნობისა და წვიმის შედეგად ჩამოწვა მეწყერი, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე მივდივარ რომ ვითარებას გავეცნო“, – განუცხადა “კვირას“ შუახევის გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები