სოფელ ბოძაურში ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოჰყვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში, ზვავში ორი ახალგაზრდა მოჰყვა. ისინი ზვავიდან ადგილობრივებმა ამოიყვანეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდები ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„ერთ მათგანს 22 წლის ახალგაზრდას აღენიშნებოდა ზედა კიდურის ტრამვა, მეორე 19 წლისას კი ნერვოტული სიმპტომები, ორვე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა ხულოს საავადმყოფოში“, – აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები