იგოეთთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულებიც

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ, იგოეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი დახლოებით 55 წლის მამაკაცია. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ორი მსუბუქი ავტომანქანა – “მერსედესისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები – ერთმანეთს შეეჯახნენ, რა დროსაც შვიდი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები