ვარკეთილში ქუჩის დატბორვის გამო რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა (ფოტოკოლაჟი)

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში წყლის მილის დაზიანების შედეგად დატბორილ გზის სავალ ნაწილზე რამდენიმე ავტომობილი მოცურდა და ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რავინ დაშავებულა.
როგორც “კვირასთან“ თვითმხილველები აცხადებენ, დაზიანებული მილიდან დაღვრილი წყალი გაიყინა, რის გამოც ავტომობილების მძღოლებს დამუხრუჭება უჭირთ და საავარიო სიტუაცია იქმნება.
„მთელი ქუჩა დატბორილია, დაზიანებული მილიდან ამოსული წყალი გზაზე იყინება, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი მოცურდა და ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე მოვიდნენ GWP-ს თანამშრომლები, თუმცა ამ დრომდე მოდის წყალი და რატომღაც წყლის შესაჩერებლად გადამჭრელი ზომების მიღებას აგვიანებენ“, -განუცხადა “კვირას“ ერთ-ერთმა მძღოლმა.

15401308_1553481504667834_693971032_n

15424635_1553481558001162_1891338669_n

15451035_1553481541334497_444226626_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები