თედო კობახიძე: ადამიანური რესურსის შემცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება

„სიპებთან“ და „აიპებთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ამ ეტაპზე მათი ლიკვიდირება არ იგეგმება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საკითხი „სიპებისა“ და „აიპების“ მუშაობის მიხედვით გადაიხედება.
„ადამიანური რესურსის შემცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება. მიმდინარეობს „სიპებისა“ და „აიპების“ მუშაობის შესწავლა, მიზნობრიობიდან გამომდინარე, უნდა იყოს შესწავლილი, ვისი მუშაობა არის პრიორიტეტული და ვისი შეიძლება შეითავსოს სხვა სამსახურმა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება გაუქმებაზე ლაპარაკი. მათმა გაუქმებამ არაფერი არ უნდა დააზიანოს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ლიკვიდირება არ იგეგმება. ჩვენ ვამცირებთ მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს 10%-ით“, – განაცხადა თედო კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები