შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს თბილისის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ნ. გორში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4799 საბრძოლო ვაზნა, კალაშნიკოვის სისტემის 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 453 გრამი ტროტილი, 2 ცეცხლგამტარი ზონარი, 1 ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და ლითონის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები