ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ბულგარელ კოლეგას შეხვდა

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძემ და დანიელ მიტოვმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.
ბულგარეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ კოლეგას ბულგარეთის მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების პროცესში.
მან ასევე ხაზი გაუსვა ბულგარეთის პოზიციას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროულად მინიჭების აუცილებლობაზე და გამოთქვა მზადყოფნა ბულგარეთის მხრიდან ხელი შეუწყოს პროცესის დროულ წარმართვას.
„მინისტრებმა ისაუბრეს ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარელ კოლეგას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში ბულგარეთის მიერ გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა მომავალ წელს საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციის ბულგარეთის მიერ შესრულებას და იმედი გამოთქვა, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს ნატო-ს ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მიხეილ ჯანელიძემ და დანიელ მიტოვმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, განსაკუთრებით იმ მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც არსებობს საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით, ასევე ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები