“ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარიზში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგით მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში მონაწილეობს.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.
ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.
უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის“ ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას.
საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს.
2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით.

15401288_1322092664479890_178859574_n

15423713_1322092791146544_743699728_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები