გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელი გულით თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, პაკისტანელ ხალხსა და მთავრობას მომხდარის გამო. გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში“, – ნათქვამია პრემიერ მინისტრის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სამგზავრო თვითმფრინავმა პაკისტანში კატასტროფა დღეს განიცადა. მის ბორტზე 47 ადამიანი იმყოფებოდა. ლაინერი ისლამაბადში მიფრინავდა. ის ქალაქ აბოტაბადთან რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი ქალაქ ჰაველიანთან ჩამოვარდა. გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები