“თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პრემიერის ინიციატივები რაიმე თვალსაზრისით მიუღებელია, ეს გეგმა მაინც განხორციელდება”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეხვედრა გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრაზე უამრავი კითხვა დაისვა ყოველგვარი სიმწვავისა და დაპირისპირების გარეშე.
ბესელიას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აქცენტები ძალიან ცხადად დასვა და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა და პრემიერის ინიციატივები რაიმე თვალსაზრისით მიუღებელია, ეს გეგმა მაინც განხორციელდება.
„რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, სადაც ყველა კითხვა ყოველგვარი სიმწვავისა და დაპირისპირების გარეშე დაისვა. ვისაც სურვილი გვქონდა, რომ მეტი ინფორმაცია მიგვეღო, ამ თემებზე ძალიან გულღიად ვისაუბრეთ. არავითარი შეუთანხმებლობა და განსხვავებული პოზიციები არ მომისმენია. სანამ ბიუჯეტის მოსმენა იქნება, მანამდე შეხვედრა კიდევ შედგება, რომ ახალი ინიციატივები სწორად გაგებული და ოთხპუნქტიანი გეგმასთან თანხვედრაში იყოს”, – აღნიშნა ბესელიამ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეუშალოს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები