“ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის აქტუალიზაციას წაადგება მნიშვნელოვანია”

ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის აქტუალიზაციას წაადგება, მათ შორის ისეთ მაღალ ტრიბუნაზე როგორი არის გაერო, ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმითვე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
“ძალიან მნიშვნელოვანია ის რეზოლუციები, რომელსაც გაერო, ჩვენი სხვადასხვა პატრნიორი ორგანიზაციები იღებენ. ეს არის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენი მთავრობა ძალიან უწყობს ხელს დიპლომატიური არხებისა და სხვადასხვა ურთიერთობების მეშვეობით“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
გაერო-ში უკრაინის დელეგაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნას უკავშირდება, – წერს უკრაინული გამოცემა lb.ua.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები