ქალაქების მდგრადი განვითარების თემაზე სემინარი გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში დაგეგმილი 2 დღიანი სასწავლო სემინარი (Enhancing Public (Financial) Governance and Management in European Cities) გაიმართა.
შეხვედრაზე ევროსაბჭოს მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა მონაწილეებს, სტრატეგიული დაგეგმარების, ორგანიზაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების და ფინანსური მართვის კუთხით ევროპული ქალაქების გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნულ საკითხს, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ეფექტიანი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფისა და ქალაქების მდგრადი ურბანული განვითარების პროცესში.
სემინარს თბილისის, გორის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ფოთის, ახალციხის, ამბროლაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ბათუმის, ზესტაფონის, ჭიათურის, ბორჯომის, მარნეულის და სენაკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები