თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონის ნაწილს, კერძოდ: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ჭილაძის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შუალედში 30 წუთით შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ზემო ვეძისის, წულუკიძის, ვაზისუბნის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, ლუქსემბურგის, ცხინვალის, ლევანდოვკის, ვოლოდარსკის, აბაშიძის, ჩერქეზიშვილის, მგალობლიშვილის, არდაზიანის და ფანჯიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ავარიის პრევენციის მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა გავრცელდება ნაძალადევის რაიონის ზეკარის, ასურეთის, სვირის, ლაითურის, გეგუთის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბენდელიანის, სანერგეს, ჟღენტის, თოდრიას, დარკვეთის, ბუგეულის, მირზაანის, კიშინიოვის, წერონისის, ჯავის, ლუბოვსკის, ზაქარაიას, სართანიას, კამალოვის, დობროლიუბოვის, ზედაუბნის, კოდალოს, ლოტკინის, კალიუჟინის, თიგიშვილის, კიკნაძის, კურნატოვის, გულრიფშის, კაჭრეთის, თამარაშვილის, ინწკირველის, მაღაროს, ენისელის, მიტინგის და კახიანის ქუჩებს.
 
შეზღუდვა გავრცელდება გლდანის რაიონშიც. კომპანიის ინფორმაციით, ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის ქუჩის მცხოვრებლებს. ანალოგიური მიზეზით, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, კი შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, ვეკუას, თიანეთის, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები