გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია აუცილებლად ჩატარდება

გოგლა ჟვანიას განცხადებით, ახლო მომავალში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია იგეგმება. როგორც ჟვანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, ექსჰუმაციისთვის საჭირო ტექნიკური პროცესებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. ექსჰუმაცია ჩატარდება ძალიან სერიოზული საექსპერტო ბიუროს მონაწილეობით. ეს არ არის მარტივი პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი. ეს არის ტექნიკური პროცესები, რომელიც იწვევს გაჭიანურებას, თუმცა ექსჰუმაცია ჩატარდება“, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები