საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია, სასამართლოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, პირველი შეხვედრა იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოში შედგა, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, თავმჯდომარის მოადგილეს, ლალი ფაფიაშვილსა და სასამართლოს წევრს, ირინე იმერლიშვილს უმასპინძლეს იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, პაოლო გროსიმ და თავმჯდომარის მოადგილემ, ჯორჯო ლატანციმ.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მხარეებმა ორი სასამართლოს კომპეტენციაზე, მიმდინარე პრაქტიკასა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რის წინაშეც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოები დგანან. შეხვედრის ბოლოს ზაზა თავაძემ შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.
ზაზა თავაძე 9-10 დეკემბერს ვენეციის კომისიის 109-ე პლენარულ სესიას დაესწრება და სიტყვით წარდგება, იგი ისაუბრებს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში ჩანიშნულია  ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები