ირაკლი სესიაშვილი: ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რაში დაიხარჯება აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხები

“ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, კონკრეტულად რაში დაიხარჯება აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ და პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.
„მე მივესალმები ამ რეზოლუციას, სადაც მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილია მორიგი დახმარება, მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. რეზოლუციაში ამ პოზიციის დაფიქსირებით, კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ჩვენს პარტნიორობას და იმას, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს, რაც მდგომარეობს რეგიონსა და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აქ მართლაც გამორჩეული პარტნიორები ვართ. ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი, კონკრეტულად რაში დაიხარჯება გამოყოფილი თანხები. მთავრობები მუშაობენ, პრიორიტეტები განისაზღვრება და ამის შემდეგ კონკრეტულად მიემართება ეს თანხები“, – განაცხადა სესიაშვილმა.
აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია და არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესების წინ წაწევაში, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებაში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები