მალთაყვას უბანში 50-ზე მეტი სატვირთო მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს

ფოთში, მალთაყვას უბანში 50-ზე მეტი სატვირთო მანქანა ვერ ახერხებს გადაადგილებას. მძღოლების თქმით, გადაადგილების უფლებას მათ საპატრულო პოლიცია არ აძლევს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული შეფერხება თურქეთის საბაჟოზე მანქანების სიმრავლეს უკავშირდება.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტეს, სარფის საბაჟოზე შეფერხება თურქულ მხარეს უკავშირდება, მიზეზად კი სარემონტო სამუშაოები სახელდება.
„28 ნოემბრიდან, იმის გამო, რომ თურქეთის რესპუბლიკამ თურქეთის მხარეს, სარფში დაიწყო სარემონტო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი საბაჟო გამშვები პუნქტის საბაჟო შეზღუდულად მუშაობს. 6 გასასვლელის ნაცვლად, ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ ორი – ერთი შესვლაზე, მეორე- გამოსვლაზე. სამუშაოებისთვის, სავარაუდოდ, 1-2 წელი დასჭირდებათ. ეს არის მათი საკონსულოს განცხადება“,- განმარტა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები