საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა

ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, ცვლილება ყველა სახის საწვავს შეეხო. იმპორტიორები მიზეზად ლარის კურსის ვარდნასა და საერთაშორისო ფაქტორებს ასახელებენ და არ გამორიცხავენ, რომ საწვავის ღირებულება უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდოს. ბოლო პერიოდის მკვეთრი დევალვაციის ფონზე დღეს ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა. ეროვნულმა ბანკმა ხვალისთვის 1 დოლარის ფასი 2 ლარით და თითქმის 56 თეთრით განსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები