ოზურგეთში შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ესტუმრა და ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.
„ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ თქვენს ორგანიზაციასთან, ის არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელ ქვეყანაში. აქ არის არაჩვეულებრივი გარემო. ცენტრის ბენეფიციარები ყოველ ჯერზე გვაკვირვებენ თავისი მიღწევებით, სიახლეებით. ეს უდაოდ ხელმძღვანელობის სწორი მიდგომის და აქტიურობის დამსახურებაა. ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მზად ვართ ყოველთვის გვერდით დავუდგეთ თქვენს ნებისმიერ წამოწყებას”, – მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ „გურიას“ წარმომადგენლებს.
მასპინძლებმა მცირე საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს.
15300510_1516870098338047_57157642_n 15320271_1516870065004717_736621697_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები