შემაჯამებელი ღონისძიება „ეროვნული სასწავლო გეგმა – განვითარება და დანერგვა“ გაიმართა

2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, უკვე მესამე წელია, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტთა ჯგუფებს კონსულტირებას უწევენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე დამტკიცებულია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დაწყებითი საფეხური (I-VI კლასები), ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-IX, X-XII კლასები) ეროვნული სასწავლო გეგმების პროექტები მომზადებულია. პროგრამა განხორციელდა ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობით.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ,უკვე 3 წელია, გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან. უმნიშვნელოვანესია ეს პროექტი და ზოგადად, პროცესი, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმა აყალიბებს ჩვენი ბავშვების მომავალს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ ქართველ კოლეგებს, წარმატებებისა თუ დაშვებული შეცდომების შესახებ. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი ამ პროცესის მონაწილე”, – განაცხადა ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ “ინოვეს” საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლეა ორომ.
„ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებაში პარტნიორული თანამშრომლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადოთ გაეროს ბავშვთა ფონდს, ასევე, ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ და ესტონეთის საელჩოს საქართველოში. მათ, პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს და ის პროდუქტი, რომელიც დღეს დაიდო, არის მათი დამსახურება. ჩვენ დღეს შევაჯამეთ პროდუქტის მნიშვნელობა და მისი ხარისხი – სად ვართ დღეს და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ მომავალი თანამშრომლობის განვითარებაში. თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები