თურქეთის საზღვართან სპეციალური რეჟიმი მოქმედებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთთან მოძრაობა შეზღუდულია, თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან კი სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვის, ლიპყინულის, შეზღუდული ხილვადობის), საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ93 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები