მიხეილ დუნდუა: არ შეიძლება სესხი გაიცემოდეს შემოსავლების დადასტურების გარეშე

არ შეიძლება სესხი გაიცემოდეს შემოსავლების დადასტურების გარეშე, – ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
დუნდუა კომერციული ბანკების მიერ სესხის გაცემის პროცესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბანკების მხრიდან დაანონსებულ სესხის გაცემის პირობები დეკლარირებული სითავხედეა.
„ჩართეთ ტელვიზორი, არ გავა ერთი საათი და გვესმის ბანკის რეკლამა, მიიღეთ სესხი ყოველგვარი შემოსავლის დადასტურების გარეშე. შემოსავლის დადასტურებაც არ უნდათ, და როცა ასეთი დეკლარირებულია სითავხედე, რაღაზე ვილაპარაკო.
სესხი უნდა იყოს დაკავშირებული მოსახლეობის განკარგვად შემოსავალთან. 40 000 ლარზე დაბალი ვისაც აქვს შემოსავალი, განკარგვად შემოსავალთან ლიმიტი უნდა იყოს 15% , არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს 25 % მეტი და აუცილებლად ლიმიტი უნდა დაწესდეს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, ეს არ არის საკმარისი“, – განაცხადა ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები