თამარ ბაგრატია: ხმაური საკმაოდ აბინძურებს ქალაქს და ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს ამ კუთხითაც

ხმაური საკმაოდ მნიშვნელოვანია გარემოს დაბიძურების თვალსაზრისით. დედაქალაქში ამ მხრივ თითქმის ყველა უბანი ყურადღება მისაქცევია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ განაცხადა.
მისი თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მონიტორინგი ხმაურზეც ხორციელდება. თამარ ბაგრატია გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით დადებითად აფასებს მთავრობის ინიციატივას, რაც ავტომანქანების ტექდათვალიერებას ითვალისწინებს.
„ჩვენ დავიწყეთ მონიტორინგი ხმაურზე, ეს თითქოს ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ ხმაური საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე.
დედაქალაქში, ვაგზლის ტერიტორიაზე, ამ მხრივ გამოიკვეთა მაღალი მაჩვენებელი, ასევე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ყველა იმ ადგილას, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს. მივესალმებით ასევე იმ ფაქტს, რომ მოხდება ავტომანქანების ტექდათვალიერება, რაც ასევე დადებითად აისახება ჰაერის მდგომარეობაზე. ეს არის საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც სერიოზულ დადებით გავლენას მოახდენს გარემოზე“, – განაცხადა თამარ ბაგრატიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები